ვლადიმერ პუტინის თანაშემწე - სიკორსკი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს

რუსეთთან ომის შემთხვევაში პოლონეთი არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

ნიკოლაი პატრუშევი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში ნატო-ს რუსეთის სწრაფად დამარცხება შეუძლია.

„როდესაც რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთის სამხედრო უპირატესობაზე საუბრობს, როგორც ჩანს, სიკორსკი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში პოლონეთის ჩართვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა არსებული ძალისა და შესაძლებლობების სრულ არსენალს გამოიყენებს და პოლონეთის სახელმწიფოებრიობა არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს“, - განაცხადა პატრუშევმა.

ცნობისთვის, რადოსლავ სიკორსკიმ კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო რუსეთზე საჰაერო უპირატესობას ფლობს.

„თუ უკრაინელებმა რუსეთის გადამამუშავებელი შესაძლებლობების ნახევარი მწყობრიდან ექვს თვეში გამოიყვანეს, ჩვენ შეგვიძლია ეს ექვს კვირაში გავაკეთოთ და მწყობრიდან დარჩენილი ნახევარიც გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა