კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა „მადრიდის რეალის“ კემპს უმასპინძლა

10-14 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ, თანამედროვე სპორტულ კომპლექსში Real Madrid Foundation Basketball Camp გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალურად დაკომპლექტებულ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 80-მა ახალგაზრდა კალათბურთელმა მოიყარა თავი, საწვრთნელ პროცესს კი „რეალ მადრიდის ფონდის“ პროფესიონალი ესპანელი მწვრთნელები - დევიდ გონსალესი (David González) და მონიკა ფლო (Mónica Flo) უძღვებოდნენ.

„ახალგაზრდა სპორტსმენები ფონდის მიერ სპეციალურად შემუშავებული სპორტულ-საგანმანათლებლო პროგრამით იღებდნენ ცოდნას. პროფესიონალი სპეციალისტებისგან მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, ტექნიკური მეთოდოლოგია და პერსონალური რეკომენდაციები თითოეული მონაწილისთვის საკუთარი შესაძლებლობების ახალ საფეხურზე აყვანის წინაპირობა გახდა. კემპის ფარგლებში ბავშვებს ასევე გადაეცათ სპეციალური სპორტული ეკიპირება და სიმბოლური საჩუქრები.

ხუთდღიანი კემპი საზეიმო ცერემონიალით დაიხურა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს პროექტის ორგანიზატორმა, VB Sports Management-ის წარმომადგენელმა, CIU-ის საკალათბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და აკადემიის დირექტორმა ბექა წივწივაძემ; საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ; ესპანეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ხავიერ ბელმონტ როლდანმა (Xavier Bellmont Roldán); საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა და სუპერლიგის პრეზიდენტმა კობა კობიაშვილმა, ასევე „რეალ მადრიდის“ ფონდის მწვრთნელებმა.

დახურვის ცერემონიის ფარგლებში 80-ვე მონაწილეს ოფიციალური სერტიფიკატები გადაეცა.

პროექტის ორგანიზატორი გახლდათ VB Sports Management, მთავარი მხარდამჭერი - თბილისის მერია, ხოლო პარტნიორები - Sports Orient, hubs.ge, მინერალური წყალი „ბაკურიანი“, Moxy Tbilisi, ბენე ექსკლუზივი (Bene Exclusive) და Gulf“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში