გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი - ბრალდებული გაემიჯნა ყველა ფაქტობრივ მოცემულობას, მაგრამ ვფიქრობ, სასამართლომ უნდა გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულები და არგუმენტები

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სასამართლოს წინაშე ბრალდების ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით პოზიცია უარყო.

როგორც პროკურორმა განმარტა, ლილუაშვილმა, მათ შორის, უარყო ქოლ-ცენტრების მფარველობასთან დაკავშირებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული დანაშაულები სუს-ის კომპეტენციაში არ შედიოდა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ლილუაშვილის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევას ან მფარველობას არ ედავება, არამედ საუბარია მის გავლენებზე.

„ბრალდებული გაემიჯნა ყველა ფაქტობრივ მოცემულობას. ანალოგიური შინაარსის დასკვნითი სიტყვით წარსდგა დღესაც ბრალდებული სასამართლოს წინაშე. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქოლ-ცენტრები თაღლითობის მუხლით კვალიფიცირდება და მან განმარტა, რომ ქოლ-ცენტრებს მფარველობას ვერ გაუწევდა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემდებარე მუხლი არ არის, თუმცა , რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა მფარველობა, აქ მის გავლენებზეა საუბარი.

ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ქარის ელექტროსადგურები, გაზთან დაკავშირებული საკითხები მას არ ეხებოდა. მსგავს საკითხებზე ისაუბრა ლილუაშვილმა“,- განაცხადა პროკურორმა.

ბერძენიშვილის თქმით, ლილუაშვილმა სასამართლოს წინაშე ასევე აღნიშნა, რომ რომეო მიქაუტაძე მას არ ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, მასთან რაიმე გარიგებაში არ შევიდოდა.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოფიციალურად მის გამგებლობის ქვეშ, რაც იყო მხოლოდ ასეთ საკითხებს ლობირებდა. ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით რა შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებდა იმას, რაც დადგენილებაშია ასახული, ზუსტად ამას ვიკვლევდით და ჩვენი დასკვნითი სიტყვის ნაწილი, რა თქმა უნდა, ამას მიეძღვნა.

რაც შეეხება რომეო მიქაუტაძეს, ლილუაშვილმა დღესაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არ იყო ადამიანი, ვინც მას ექვემდებარებოდა, შესაბამისად მასთან რამე გარიგებაში არ შევიდოდა, რადგან მიქაუტაძე არ სარგებლობდა კარგი სახელით“,- განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ლილუაშვილმა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩაიდინა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარემ დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც შეაფასა, მათ შორის, დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ელისო კილაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ის მტკიცებულებები ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც ჩვენს მიერ იქნა გამოკვლეული, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე,ნამდვილად ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა. ჩვენ შევაფასეთ დაცვის მახრის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიც, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე, ვისაც დაცვის მხარე ეყრდნობა, არის ელისო კილაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შეფასდა და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულებიც და არგუმენტებიც", - განაცხადა პროკურორმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად