თენგო კირთაძე - თანამდებობაზე დანიშვნა უკვე საშიში ხდება - როგორ ამთავრებენ, ვნახეთ: ან ძებნილები არიან, ან ხმას ვერ იღებენ, ან არიან ციხეში

ღარიბაშვილის „ქეისმა“ აჩვენა, რომ აბსოლუტური ლოიალობა და მორჩილებაც კი ბიძინა ივანიშვილის კარზე არანაირი გარანტია არ არის, შესაბამისად, ვისაც ოდნავ ჭკუა მაინც აქვს და რაღაც წარმოდგენა საკუთარ თავზე, თუ სამი წლის წინ დათანხმდებოდა რაიმე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილისგან, დღეს უკვე ამას აღარ გააკეთებს. თანამდებობაზე დანიშვნა უკვე საშიში ხდება , - ამის შესახებ „ფედერალისტების“ წევრმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კირთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც მალე გაუშვებს თანამდებობიდან და ყველა დაგროვილ „ცოდვას აჰკიდებს“.

„აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები და კრიზისი აქვს. უკმაყოფილოა გარემოცვით, რომელიც ჰყავს. რაღაც რისკებს ვერ უზღვევენ, რაღაც ეჭვებიც გაუჩნდა, დრო გადის, რისკები გაიზარდა, რაღაც გავლენები გაჩნდა გუნდის შიგნითაც და ამიტომ მიდის ცვლა. როდესაც მის მხარეს თამასა გაიზარდა, მეორე მხარესაც გაიზარდა თამასა. ანუ ეს ხალხი, ვინც მას ემსახურება, გარკვეულ კალკულაციას აკეთებს, რა უღირს და რა - არა. ღარიბაშვილის „ქეისმა“ აჩვენა, რომ აბსოლუტური ლოიალობა და მორჩილებაც კი ბიძინა ივანიშვილის კარზე არანაირი გარანტია არ არის, შესაბამისად, ვისაც ოდნავ ჭკუა მაინც აქვს და რაღაც წარმოდგენა საკუთარ თავზე, თუ სამი წლის წინ დათანხმდებოდა რაიმე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილისგან, დღეს უკვე ამას აღარ გააკეთებს.

ახლა უკვე საშიში ხდება [თანამდებობაზე დანიშვნა], თანამდებობაზე მყოფი პირები, როგორ ამთავრებენ, ვნახეთ - ან ძებნილია ან ბიძინა ივანიშვილის კარიდან ისე არის გაგდებული, რომ საჯარო სივრცეში ხმას ვერ იღებს ან კიდევ ციხეში ზის. ესენი მისი უახლოესი კადრები იყვნენ.

ივანიშვილის რაღაც პერიოდებით მოჰყავს „გუნდები“. მის წინა „გუნდებს“ თუ დავაკვირდებით, მათ გვერდით ყოველთვის არსებობდა მეორე, „ჯუნიორი გუნდები“ , ანუ სათადარიგო სკამები, რომელსაც, დაახლოებით უკვე წარმოგვედგინა“, რომ შემდეგ გადააბარებდა [ხელისუფლებას]. დღევანდელ კადრებს კი რომ შეხედო, ირაკლი კირცხალიას რა უნდა გადააბარო კაცმა, რა ფუნქციაც აქვს, რომ ღილაკზე თითი დააჭიროს სწორად, მაგას ორი ბატიც არ უნდა ჩააბარო.

ახლა ერთადერთი კობახიძეა დარჩენილი, რომელსაც გუნდის შიგნით არანაირი ავტორიტეტი და ლეგიტიმაცია არ გააჩნდა არასდროს და ახლა ისიც დაზიანდა იმიტომ, რომ ის ყოველთვის არსებობდა პაკეტში, ანუ ის მარტო არასდროს არ იყო. ყოველთვის არსებობდა კობახიძე-მდინარაძე. ეს უკანასკნელი მისი შავი საქმეების მეტ-ნაკლებად გამკეთებელი იყო და კობახიძე ცოტა მეტად აკადემიური უნდა გამოჩენილიყო. ეს ფუნქცია ჰქონდათ განაწილებული. პრემიერი ჰქვია ადამიანს და ასეთი კადრი ვერ დაიცვა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორია მისი რეპუტაცია გუნდის შიგნით? მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოიშორებს ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ ჟანრის ლოგიკაა, რომ ისიც მოიშოროს.

ბიძინა ივანიშვილმა ყველა პრემიერ-მინისტრს ის ნეგატივი, რაც გროვდება მასზე, უნდა გაატანოს. გახარიას გაატანა 20 ივნისი. დღეს გავრილოვის ღამის ასოციაცია ხდება უფრო გახარიასთან, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“. ღარიბაშვილს გაატანა მთელი კორუფციული თემები და კობახიძეს გაატანს დანარჩენს“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად