ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს, 16 სექტემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევრონიუსის ფორუმში, რომელიც არაბული მედია სამიტის ფარგლებში გაიმართება.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.