თენგიზ შარმანაშვილი - ყველა ადამიანს თავისი სტილი აქვს და თამაზ ბორაშვილი ალბათ განსხვავებულ რამეს შემოგვთავაზებს - ხშირ ცვლილებას არ მივესალმები, იმედია, ამ პროფესიონალისთვის უფრო მეტად იქნება სტაბილურობა დამახასიათებელი

ბატონ თამაზს ამ სისტემაში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს - ყველა ადამიანს თავისი სტილი აქვს და ალბათ განსხვავებულ რამეს შემოგვთავაზებს, ვიდრე მის წინამორბედს ჰქონდა, - ამის შესახებ ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატზე, თამაზ ბორაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბორაშვილმა იცის, რა ხდება უსაფრთხოების სფეროში და მუშაობას პირდაპირ გააგრძელებს.

„ბატონ თამაზს ამ სისტემაში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. რაც მთავარია, თუ მის კარიერას გადავხედავთ, ნახტომისებური ნახტომი არ გაუკეთებია - ყველა საფეხური აქვს გავლილი, უმცირესი ოპერატიული მუშაკიდან დაწყებული, ახლა უკვე ხელმძღვანელის რანგამდე.

კარგია ისიც, რომ ის ახლა მოქმედი მოადგილეა. შესაბამისად, ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დასჭირდება. მან იცის, რა ხდება უსაფრთხოების სფეროში და მუშაობას პირდაპირ გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი სტილი აქვს და ალბათ განსხვავებულ რამეს შემოგვთავაზებს, ვიდრე მის წინამორბედს ჰქონდა. ნაწილს დღეს გავიგებთ, რადგან მოსმენის დახურული ნაწილიც იქნება, სადაც კითხვებს დავუსვამთ და მის გეგმებზე შევიტყობთ. ნაწილი კი, როგორც იცით, ყოველწლიურ ანგარიშშია წარმოდგენილი და პარლამენტი ყოველწლიურად ითხოვს დეტალებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც მათ ავალიათ”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად დადებითად იმოქმედებს სისტემაზე ხელმძღვანელების ხშირი ცვლილება, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ის, ასეთ სწრაფ ცვლილებებს არ მიესალმება, თუმცა როდესაც ადამიანი პირადად განაცხადებს, რომ რაღაცის გაკეთება არ უნდა, ძალდატანებით ის საქმეს კარგად ვერ გააკეთებს.

„დადებითი, რა თქმა უნდა, არ არის. ძალიან დილეტანტი უნდა ვიყო, რომ მივესალმო იმას, თუ რა კარგია, ასე ხშირად რომ ხდება ცვლილებები. რა თქმა უნდა, ამას არ მივესალმებით, მაგრამ როდესაც ადამიანი პირადად განაცხადებს, რომ რაღაცის გაკეთება არ უნდა, ძალდატანებით ის საქმეს კარგად ვერ გააკეთებს. შევეცდებით, რომ ამ პროფესიონალს, რომელიც ახლა მოდის ხელმძღვანელად, კანონის ფარგლებში ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რათა მიეცეს საშუალება, სტაბილურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. ჩვენი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იქნება, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით. იმედი გამოვთქვათ, რომ ამ პროფესიონალისთვის სტაბილურობა უფრო მეტად იქნება დამახასიათებელი, ვიდრე აქამდე იყო”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად