ადვოკატი - თუ სასამართლო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და მის ადვოკატებს სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ.

“მოლოდინი გვაქვს, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი იქნება, თუკი სასამართლო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ეჭვგარეშეა, რომ გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს”, - განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.

კითხვაზე, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, შესაძლოა თუ არა ლილუაშვილი “პოლიტიკურ ნაწილში ალაპარაკდეს”, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

“გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივი გზით თავის უდანაშაულობის დადასტურებას შეეცდება ყველა ეტაპზე. ამ დრომდე, რაც ჩემთვისაც ცნობილია, სამართლებრივ ასპექტში ფიგურირებს ზოგადად გრიგოლ ლილუაშვილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილებებს არ ველოდები, მით უფრო, რომ მე ვარ იურისტი და არა პოლიტიკოსი”, - აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად