რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიამ მთელი წელი გაატარა გისოსებს მიღმა, ეს არა გამონაკლისი, არამედ მეთოდია - დააპატიმრე ყველა, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობა მოსკოვს ემსახურება

ელენე ხოშტარიამ მთელი წელი გაატარა გისოსებს მიღმა, ეს არა გამონაკლისი, არამედ მეთოდია - დააპატიმრე ყველა, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობა მოსკოვს ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

„365 დღე ციხეში პოსტერზე დაწერილი ორი სიტყვისთვის. ამას ეძახის „ქართული ოცნება“ სამართალს. ელენე ხოშტარიამ მთელი წელი გაატარა გისოსებს მიღმა.

ეს არა გამონაკლისი, არამედ მეთოდია - დააპატიმრე ყველა, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობა მოსკოვს ემსახურება.

თავისუფლება ელენეს!“ - წერს იუკნევიჩიენე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა