ირაკლი კობახიძე - კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფიზიკური პირების უცხოურ აგენტებად რეგისტრაციის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირების ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

„გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სეროზულად ვიზრუნეთ საქართველოში, რამაც თავისი შედეგები გამოიღო. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, რომ ნებისმიერი უცხოური პოლიტიკური გავლენა წარიმართოს გამჭვირვალედ“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დეპარტამენტი კანონის უზენაესობის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია, როგორც გარე, ისე შიდა მტრისგან. ის ამას ფედერალური კანონმდებლობის დამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემის გზით ასრულებს. ასეთი ორი ფედერალური კანონია: „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლი“, - ნათქვამია განცხადებაში. იუსტიციის დეპარტამენტი, როგორც აშშ-ის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფედერალური კანონები დაიცვან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა