მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”.

“ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. “ენჯეოს” ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს “ენჯეოები” თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ “ენჯეოები” არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და “ენჯეოებს” იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ “ენჯეოები” და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო მთავრობის №119 დადგენილებით 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა და პირველი საგრანტო განაცხადების მიღება იმავე წლის ივლისში დაიწყო. სააგენტოს დაარსებას წინ უძღოდა “უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიზანი დასავლური დონორები ორგანიზაციებისგან საგრანტო დაფინანსების შეზღუდვა იყო. მმართველმა გუნდმა ამის ალტერნატივად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შექმნა და საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა