კახა კალაძე - ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები განულებულები არიან - ოპოზიცია არის გაუბედურებული

ოპოზიცია არის გაუბედურებული, თუ შეიძლება მათ ოპოზიცია ეწოდოს. უსამშობლოები არიან და იღებენ კონკრეტულ დავალებებს ქვეყნის წინააღმდეგ , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, რა თქმა უნდა, ოპოზიცია სამშობლოს სასიკეთო დავალებებს არ იღებს გარედან,რადგან მისი თქმით, „გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ“.

„ოპოზიციად წოდებული ეს უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები განულებულები არიან. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, აფასებს და რაც მთავარია, სწორ ანალიზს აკეთებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად იცის ვინ, ვინ არის. ძალიან კარგად იციან, რომ ეს ადამიანები ჩართულები არიან ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობაში და ცდილობენ გააკეტონ ის, რასაც გარედან ავალებენ. რა თქმა უნდა, არ მოდის სამშობლოს სასიკეთო დავალებებს, იმიტომ, რომ გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურვილი აქვთ, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, უკრაინა გამოიყენონ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. თავიანთ ინტერესებს უნდა შეეწიროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ამას არ ვაკეთებ და არავის მივცემთ ამის უფლებას. ოპოზიცია არის გაუბედურებული, თუ შეიძლება მათ ოპოზიცია ეწოდოს. უსამშობლოები არიან და იღებენ კონკრეტულ დავალებებს ქვეყნის წინააღმდეგ“,- განაცხადა კალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა