დონალდ ტრამპი - მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე - ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება

პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ძალიან მალე შეიძლება დაანონსდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნულს „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.

“შესანიშნავი ამბები! ჩემი მეგობარი კაროლ ნავროცკის, პოლონეთის პრეზიდენტის, გაბედული ლიდერობის წყალობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე. ეს თუ მოხდება, ლოკაცია ძალიან მალე იქნა დაანონსებული. ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი შესანიშნავი ამერიკულ-პოლონური კავშირისთვის,” - წერს ტრამპი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა