მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ინტოქსიკაციის ნიშნებით საბავშვო ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა.

„100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი”,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

„სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი.

მე ვერ ვხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის სათქმელად. აინტერესებს, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდესაც ის აკონტროლებს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა