2026 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს უილიამ მასოლინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, “შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს და სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს”.
“შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს და სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს; ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველსა და ევროსაბჭოს თბილისის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნაც გამოთქვეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.