ეკონომიკის სამინისტრო - ჩინურ ავტომწარმოებელთან შეხვედრაზე მინისტრმა ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობაზე კვლევა წარადგინა - განიხილეს ელექტრომობილების წარმოების შემთხვევაში ექსპორტის პოტენციალიც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International-ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International-ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

„შეხვედრაზე განიხილეს ელექტრომობილების საქართველოში წარმოების შემთხვევაში მათი ექსპორტის პოტენციალი, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ორმხრივი სამუშაო პროცესის წარმართვის მიზნით სამუშაო ჯგუფს გამოგზავნის.

ხაზი გაესვა იმ წარმატებას, რომელიც ჩინურ ავტომწარმოებელს აქვს როგორც ჩინეთის, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თავის მხრივ, BAIC International-ის მხარემ დეტალურად ისაუბრა კომპანიის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე, საერთაშორისო ბაზრებზე მათი საქმიანობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობაზე.

BAIC International-ის სათავო ოფისში მინისტრსა და დელეგაციის წევრებს კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები BAIC International-ის თავმჯდომარემ წარუდგინა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს