პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა - რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების „მი-8” ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში 11:08 საათზე ქალაქ ბრანიევოს ჩრდილოეთით შეიჭრა.

„ვერტმფრენი ფრენას ახორციელებდა კალინინგრადის ოლქიდან. მან პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მასში, მაქსიმუმ, დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა და მასში 42 წამის განმავლობაში დარჩა”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ რუსული ვერტმფრენის ფრენას თვალს ადევნებდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოკაციური სისტემები, ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო სახმელეთო ძალები და საშუალებები მზადყოფნაში იყვნენ.

„ინციდენტის ბუნება იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი კვლავ ცდის ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზაობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა