350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში

200,000-მდე საცალო მომხმარებელი, თითქმის 6,000 ბიზნეს კლიენტი და, კომპანიის შეფასებით, 350 მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა — Kursi.ge-ს ისტორია აჩვენებს, რამდენად დიდი ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს, რომელიც მომხმარებლისთვის ერთი შეხედვით მცირე პრობლემის გადაჭრით იწყება.

350 მლნ ₾ მომხმარებლებისთვის დაზოგილი თანხა*

200,000 საცალო მომხმარებელი

≈6,000 ბიზნეს მომხმარებელი

ერთი შეხედვით მცირე სხვაობა, რომელიც მილიონებად იქცევა

ვალუტის გაცვლისას რამდენიმე ლარის სხვაობა ხშირად უმნიშვნელოდ გამოიყურება. თუმცა, როდესაც საქმე ასობით ათას მომხმარებელს, ათასობით კომპანიასა და მრავალმილიარდიან ბრუნვას ეხება, რამდენიმე ლარი უკვე მილიონებად იქცევა.

სწორედ ამ პრინციპზე დაარსდა Kursi.ge — ქართული ვალუტის ონლაინ გაცვლის პლატფორმა, რომლის იდეაც თავიდანვე მარტივი იყო: მომხმარებელს ჰქონოდა შესაძლებლობა, ვალუტა უფრო კონკურენტული კურსით გადაეცვალა.

დღეს კურსი.ჯის სერვისებით უკვე 200,000-მდე საცალო მომხმარებელმა ისარგებლა, ბიზნეს მომხმარებლების რაოდენობა კი დაახლოებით 6,000-ს აღწევს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მომხმარებლებისთვის დაზოგილი თანხაა: Kursi.ge-ს მონაცემებით, მომხმარებლებმა კონვერტაციისას ჯამურად დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაზოგეს. ეს ნიშნავს, რომ თანხა, რომელიც სხვა შემთხვევაში ვალუტის გაცვლის უფრო მაღალი ფასის ნაწილად შეიძლებოდა ქცეულიყო, მომხმარებლებთან და ბიზნესებთან დარჩა.

პრობლემა, რომელიც მომხმარებელმა წლების განმავლობაში მოცემულობად მიიღო

Kursi.ge-ს ბიზნესმოდელი ერთ მნიშვნელოვან საბაზრო პრობლემას პასუხობს. კურსი.ჯის ბაზარზე გამოჩენამდე, მომხმარებელს შეეძლო თანხა ძვირად დაეკონვერტირებინა ბანკში ან მოუხერხებლად გარე სავალუტო ჯიხურში. შესაბამისად, შეზღუდული არჩევანის გამო, განსაკუთრებით რთული იყო სხვადასხვა შეთავაზების სწრაფად შედარება და ტრანზაქციის იმ გარემოში განხორციელება, სადაც კურსი ყველაზე ხელსაყრელი იყო.

ამ თვალსაზრისით, Kursi.ge გააჩინა ახალი სექტორი ბაზარზე, ახალი ალტერნატივა, რომლის დროსაც მომხმარებელი ფინანსური სისტემის პასიური მონაწილიდან აქტიურ გადაწყვეტილების მიმღებად იქცა.

ერთი შეხედვით მცირე სხვაობა — 350 მილიონი ლარის ეფექტი

„350 მილიონი“ ჩვენთვის მხოლოდ დიდი რიცხვი არ არის. ეს არის თანხა, რომელიც Kursi.ge-ს მომხმარებლებს უკეთესი კურსის არჩევით დარჩათ. ამ რიცხვის უკან ათასობით ყოველდღიური გადაწყვეტილებაა — ვიღაცისთვის ეს რამდენიმე ათეული ლარია, ვიღაცისთვის ასეულები ან ათასები, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში ეს არის ფული, რომელიც ადამიანს აღარ დაუკარგავს და თავად დარჩა. სწორედ ეს არის კამპანიის ემოციური მხარეც: ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენი ვალუტა გადაიცვალა, არამედ ის, რამდენი ღირებულება დარჩა ადამიანებთან. 350 მილიონი ლარი საბოლოოდ ერთი დიდი თანხა კი არა, ათასობით ადამიანის პატარა მოგებაა — თანხა, რომელიც შეიძლება გახდეს მოგზაურობა, შენაძენი, ბიზნესის ხარჯი ან უბრალოდ მეტი თავისუფლება არჩევანისთვის

„რაც შეიძლება მეტი ღირებულება დარჩეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს — მომხმარებელთან.“

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა