ვატო შაქარაშვილი - ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე გიორგი გახარია ამერიკელი სპეცსამსახურების დავალებით, მარტო მოქმედებდა - საქმე ეხება არა უბრალოდ უგუნურ შეცდომას, არამედ განზრახ ქმედებას, რომელიც ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაზიანებას

სასამართლოს უნდა ვუთხრა ის, რომ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე არის აღძრული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, მაგრამ აქ ჩემი შეფასებით, საქმე ეხება არა უბრალოდ უგუნურ შეცდომას, არამედ განზრახ ქმედებას, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას და ეს დადგა კიდევაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო შაქარაშვილმა განუცხადა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურის მოწმედ იკითხება.

ვატო შაქარაშვილის მტკიცებით, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარია ამერიკელი სპეცსამსახურების დავალებით, მარტო მოქმედებდა.

“რეალურად, ამ საქმეზე აღიარებითი ჩვენება უკვე მიცემული აქვს გახარიას და ეს ქართულმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა საგამოძიებო კომისიაზე, როდესაც ილაპარაკა სრული აბდა-უბდა. ჩემი შეფასებით, ასრულებდა კონკრეტულ დავალებას, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ესკალაციას და პროვოკაციას საოკუპაციო ხაზთან. ეს არის იყო, ჩემი შეფასებით, მხოლოდ მისი უგუნური ქმედება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს იყო კლასიკური სცენარი კონფლიქტის პროვოცირების, რაშიც მონაწილეობდა და რაზეც მან პასუხი უნდა აგოს.

ფაქტი ის არის, რომ გახარიას ეს გადაწყვეტილება არ არის შემთხვევითი და უბრალო უგუნური გადაცდომა, ეს არის განზრახ მოქმედება იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ეს არის შედეგი”, - განაცხადა შაქარაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც გახარია შს მინისტრი იყო და ჩორჩანაში საგუშაგო ჩაიდგა, თავად თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი იყო.

“სასამართლოს უნდა ვუთხრა ის, რომ საქმე არის აღძრული სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებაზე, მაგრამ აქ ჩემი შეფასებით, საქმე ეხება არა უბრალოდ უგუნურ შეცდომას, არამედ განზრახ ქმედებას, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას და ეს დადგა კიდევაც. გახარია მოქმედებდა ამერიკული სპეცსამსახურების დავალებით. კი, მარტო მოქმედებდა. პროკურატურა იმას ედავება, რომ მან იმოქმედა შეუთანხმებლად, არ შეასრულა ვალდებულება, ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი, უპასუხისმგებლობასთან ერთად ის ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ასრულებდა დავალებას და რა თქმა უნდა, ის დავალების შესრულებაში, დანაშაულში მოქმედებდა მარტო”, - აცხადებს შაქარაშვილი.

მას ჟურნალისტმა, ასევე, დაუსვა კითხვა: “ვინ დაავალა გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა?”

“ეს საქმე არის გამოყოფილი იმ დიდი საქმიდან, რომელიც არის აღძრული ჩვენი განცხადების საფუძველზე და რომელიც ემსახურება მტრულ საქმიანობაში და საბოტაჟში მონაწილეობას და რომელსაც ახორციელებდა საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი, მათ შორის რომელთა წარმომადგენლებიც, სამწუხაროდ, იყვნენ სახელისუფლებო რგოლებში. ერთ-ერთი მათგანი, გამორჩეული არის გიორგი გახარია და ამას ადასტურებს ის, თუ სად იმყოფება დღეს გიორგი გახარია”, - აღნიშნა შაქარაშვილმა და იქვე დასძინა, რომ “გახარია დღეს, სტიპენდიაზეა საქართველოს ფარგლებს გარეთ”.

ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები