„იმედი L“ თბილისიმარათონის ოფიციალური მზღვეველია

სადაზღვევო კომპანია იმედი L „თბილისიმარათონის“ ოფიციალური მზღვეველია. 27 სექტემბერს დაგეგმილ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში 4000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

„თბილისიმარათონი“ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აერთიანებს და მათ სხვადასხვა დისტანციაზე სირბილის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელ მარათონზე მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის გარბენიდან საკუთარი სურვილისა და გამოცდილების მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ. „თბილისიმარათონის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება მისი საქველმოქმედო ხასიათია, რეგისტრაციიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება.

იმედი L 10-კილომეტრიან გარბენში ყველაზე სწრაფ ქალ და კაც მონაწილეებს ერთწლიან ჯანმრთელობის დაზღვევას, უნოს, გადასცემს.

უნო მომხმარებელს სთავაზობს მის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ ჯანმრთელობის დაზღვევას. მისი მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისებსა და პირობებზე, რომლებიც მათთვის რეალურ და პრაქტიკულ ღირებულებას ქმნის.

„იმედი L აგრძელებს ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც ადამიანებს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგებს. „თბილისიმარათონი“ სწორედ ასეთი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას და ხაზს უსვამს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას.

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტულ ინიციატივებში ჩართვა, არამედ მონაწილეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით მხარდაჭერაც. გვჯერა, რომ ამ პარტნიორობით ადამიანებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას შევძლებთ“, - აცხადებენ იმედი L-ში.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები