„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე  მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27 სექტემბრის 06:00 საათიდან 12:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზეც: ინაშვილის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დაჩი უჯარმელის ქუჩებზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაბამის მონაკვეთზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, დიმიტრი გულუას მოედანზე, გია გულუას, ჯოვანი სკუდიერის, ხიდის, იტალიის, სოლიკო ვირსალაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა გარბენის პარალელურად, ეტაპობრივად გაიხსნება.

„შეზღუდვის პერიოდში პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ თამარ ჭოველიძის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანის, იერუსალიმის, თუმანიანის, ვახტანგ გორგასლისა და გულუას ქუჩების გავლით.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი ავტომანქანები ვერ გააგრძელებენ მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისკენ, მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ მხოლოდ გალაკტიონის ხიდის გავლით კოტე მარჯანიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

გულუას ქუჩიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და 300 არაგველის ხიდის გავლით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები