არასრულწლოვანების მიმართ არაადამიანური მოპყრობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, რომელშიც თავადვე მონაწილეობდნენ. ისინი დაჯგუფების ლიდერის მითითებით და დავალებით, მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ.

„სამართალდამცველებმა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერი 24 სექტემბერს დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცივი იარაღი.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური მოპყრობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად), 25,144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები