დონალდ ტრამპი - სი ძინპინთან შეხვედრა მეგობრობის, სიძლიერისა და წარმატების სიმბოლო იყო - შევხვდებით ნოემბერში ჩინეთში, შემდეგ “დიდი ოცეულის” სამიტზე, ბევრი იქნა და იქნება მიღწეული

სი ძინპინს ნოემბერში ჩინეთში შეხვდები და დეკემბერში მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

“პრეზიდენტმა სიმ და ქალბატონმა პენგმა ამ წამს დატოვეს ვაშინგტონი, და ჩინეთში მიემგზავრებიან. ეს შეხვედრა მეგობრობის, სიძლიერისა და წარმატების სიმბოლო იყო როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-სთვის. კიდევ ერთხელ შევხვდებით ნოემბერში, ჩინეთში, და შემდგომ “დიდი ოცეულის” სამიტზე დეკემბერში, მაიამიში, ფლორიდაში. ბევრი იქნა და იქნება მიღწეული. მოუთმენლად ველი ჩვენს მომდევნო შეხვედრას!” , - წერს ტრამპი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს