ბესო შენგელია - სამწუხაროდ, დღეს გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი მტერია - ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს, უნდა დავამარცხოთ, რათა შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი არის მტერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ მედიასთან განაცხადა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მარშის დაწყებამდე.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია იმ ხელისუფლების დამარცხება, რომელსაც საქართველო „უფსკრულისკენ“ მიჰყავს.

„33 წლის წინ ჩვენ საქართველოს გული - სოხუმი დავკარგეთ, რადგან ის ჩვენი ნებით არ დაგვითმია. აფხაზეთი და სოხუმი არის საქართველო და აუცილებლად იფრიალებს ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი არის მტერი. ისტორიულად. რამდენიმე დღის წინ დუმაში იყო შეხვედრა, სადაც სეპარატისტი ოსები და აფხაზები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დასხდნენ და საქართველოს მოსთხოვეს, თურმე ცეცხლი არ განაახლოს და „საზღვრების“ დემარკაცია უნდა მოხდეს. ერთადერთი საზღვარი, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს საზღვარი არის არა ენგურზე, არამედ ფსოუს იქით, როკის გვირაბთან და ლარსთან. ჩვენ ჩვენს მტერს, რუსებს შეგვიძლია ამ საზღვრებზე ველაპარაკოთ, თორემ სამაჩაბლო და აფხაზეთი ყოველთვის იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ ეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მიაქანებს უფსკრულისკენ, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რათა შევძლოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - აცხადებს ოპოზიციონერი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს