ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიმტვრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, ერთი მოძრავი ავტომობილი საპარკინგე ზოლში მდგომ მანქანებს დაეჯახა, რამაც რამდენიმე ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.
“ინტერპრესნიუსი” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.