გიორგი შარაშიძე - ბოდიში, მაგრამ აკრძალული პარტიებით გადატვირთავენ აშშ-სთან ურთიერთობებს? სარჩელში ჩაკვეხებული ვართ, ჩვენ რა შუაში ვართ? არჩევნები არ ყოფილა, მონაწილეობა არ მიგვეღო, პარლამენტშიც შევედით - „ოცნება“ მაღალ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება „დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“ „ქართული ოცნების“ მიერ და ამისთვის ის ძალიან მაღალ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, „გახარია საქართველოსთვის“ ბრძოლას გააგრძელებს ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება.

„ოცნება“ ამ გადაწყვეტილებაში გადაიხდის ძალიან მაღალ, ყველაზე მაღალ პოლიტიკურ ფასს. 88 დეპუტატი ინდივიდუალურად და პერსონალურად გახდა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების ხელმოწერით დადასტურებული მონაწილე. ჯერ კიდევ ცდილობს „ოცნება“, რომ პროპაგანდით ხალხის ნაწილს დააჯეროს, რომ ევროპასთან ურთიერთობის დამლაგებლები არიან, ამერიკასთან ურთიერთობის გადამტვირთველები არიან, ბოდიში, მაგრამ აკრძალული პოლიტიკური პარტიებით? წარმოგიდგენიათ, რომ ამერიკის ან ევროპის რომელი წარმომადგენელი ჯდება „ოცნებასთან“ იმ ვითარებაში, როცა პოლიტიკური პარტიები აკრძალული აქვს „ოცნებას“, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. პარტიების აკრძალვა უკიდურესი ნაბიჯია, აქამდე ჯერ კიდევ ილუზიაა, თუნდაც ქართველ ხალხში. ქართველი ხალხიც გადაახდევინებს პოლიტიკურ ფასს იმიტომ, რომ ასეულობით ათასი ადამიანია დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგი. ფაქტი ერთია, ეს არის ზოგადად დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.

თქვენ თუ ამ სარჩელს წაიკითხავთ, ნახავთ, როგორ ხელოვნურად, აბსოლუტურად არაავთენტურად არის ჩვენი ნაწილი ჩასმული, ჩაკვეხებული ამ სარჩელში. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შუაში ვართ ჩვენ. არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ, ძალადობრივ მოწოდებაზე საუბრობენ, სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებაზე საუბრობენ და ჩვენ რა შუაში ვართ ამასთან? რა გვაქვს თავის სამართლებელი, მაგრამ არჩევნები არ ყოფილა, მონაწილეობა რომ არ მიგვეღო. პარლამენტშიც შევედით. ახლა პარტია თუ აიკრძალა, გგონიათ, ვინმე მანდატებს გამოეკიდება? ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება. ყველაფრის მოლოდინი გვაქვს ისევე, როგორც არაფრის მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს