მედია - თელ-ავივისკენ მიმავალი flydubai-ს რეისი, რომელმაც საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაგზავნა, საუდის არაბეთის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა - ინციდენტი, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფ პილოტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა

Flydubai-ს რეისი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიემგზავრებოდა და რომელმაც საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაგზავნა, ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ინციდენტი, რამაც თვითმფრინავის ეკიპაჟს „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო სიტუაციის სიგნალების გაგზავნისკენ უბიძგა, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფ პილოტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დუბაიდან თელ-ავივში მიმავალმა თვითმფრინავმა საუდის არაბეთის თავზე შემობრუნებისას საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა თავდაპირველად კოდი „7700“ გააგზავნა, რაც საერთაშორისო საგანგებო სიგნალია. შემდეგ კი - „7500“ - რაც თვითმფრინავის გატაცებას ან უკანონო ჩარევას ნიშნავს.

უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები თვითმფრინავისკენ გაფრინდნენ. ებრაული მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა საგანგებო კონსულტაციები გამართეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს