Reuters - რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრა

რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრა, კალინინგრადის ოლქის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას

სააგენტო Reuters-ი და ნატო-ს პრესმდივანი, ელისონ ჰარტი ავრცელებენ.

კერძოდ, Reuters-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც რუსეთმა ნატო-ს გაუგზავნა და რომელშიც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, თუ ალიანსი კალინინგრადის ოლქის იზოლირებას ეცდება.

დოკუმენტში მოსკოვი ნატო-ს “სახიფათო და გაუაზრებელ კურსში” ადანაშაულებს, რომელსაც “პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღების მაღალი რისკი” მოაქვს.

“რუსეთი მზად იქნება ძალებისა და საშუალებების მთელი არსენალი გამოიყენოს, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ ნატო-ს ქვეყნები რაიმე მცდელობას მოიმოქმედებენ, რომელიც კალინინგრადის ოლქის დანარჩენი ქვეყნისგან იზოლაციისკენ იქნება მიმართული”, - წერია დოკუმენტში.

ნატოს პრესმდივანმა, ელისონ ჰარტმა დაადასტურა, რომ ალიანსმა მიიღო რუსეთისგან დოკუმენტი და, თავის მხრივ, მოსკოვს პასუხი გაუგზავნა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა ნატო-ს არაფორმალური დოკუმენტი (non-paper) გაუგზავნა და ჩვენ პასუხი გავუგზავნეთ, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არცერთი ჩვენი ქმედება ან წვრთნა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთის რაიმე ნაწილისთვის”, - განაცხადა ჰარტმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლოა.

“მტკიცედ ვგმობთ ძალის გამოყენების მუქარებს, მათ შორის ნებისმიერ უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას…

რუსეთის მიერ ჰიბრიდული ტაქტიკების გამოყენება სასოწარკვეთის ნიშანია. მაგრამ ეს არ გვაიძულებს უარი ვთქვათ უკრაინის მხარდაჭერაზე. ყველაფერი საჭირო გაგვაჩნია, რათა ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ და ვრჩებით ძლიერად, მზად და შესაძლოდ წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს”, - განაცხადა ჰარტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა