ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირთან დიალოგი მარტივად - მომავალ კვირაშივე შეიძლება აღდგეს, მაგრამ მათ ღია და გამჭვირვალე დიალოგის წარმოება არ სურთ

ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირთან დიალოგი მარტივად - მომავალ კვირაშივე შეიძლება აღდგეს - ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს და კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსებს საქართველოსთან ღია და გამჭვირვალე დიალოგის წარმოება არ სურთ, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

“ჩვენ სწორედ ამას ვითხოვთ - თუ ისინი მართლა მოიაზრებენ საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად, მაშინ დიალოგი იმ ხელისუფლებასთან უნდა ჰქონდეთ, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა