გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 მილიონ 740 ათასი ლარი იქნება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით პირველადი ვერსიის მიხედვით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740.0 მლნ იქნება.

როგორც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, სააგენტოს 65 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო მათი ხელფასებისთვის მთელი წლის განმავლობაში, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, საბიუჯეტო პროექტში ჩადებულია ახალი პროგრამა სახელწოდებით „გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია”, რომლის ფუნქციად განსაზღვრულია: გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება; სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა და გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის, ასევე მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასტრონომიის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტიდან 5 020.0 მლნ ლარი ხარჯვით ნაწილს წარმოადგენს.

ცნობისთვის, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო. დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდა. 3 აგვისტოს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა