ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში რეაქტიული დრონებისგან დასაცავად 12-ზე მეტი კოშკურა დამონტაჟდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში რეაქტიული დრონებისგან თავის დასაცავად 12-ზე მეტი კოშკურა უკვე დამონტაჟებულია, კიდევ რვის დამონტაჟება კი კიევის ოლქში იგეგმება.

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც რეაქტიული დრონებისგან თავდაცვას ეხებოდა და განაცხადა, რომ დედაქალაქში ავტომატური საბრძოლო მოდულების დამონტაჟება უკვე დაწყებულია.

“დავიწყეთ კოშკურების დამონტაჟება. დედაქალაქში უკვე დამონტაჟებულია 12-ზე მეტი კოშკურა, ახლა კიევის ოლქში დამატებით რვა “ორმოცდაათიანი” კოშკურა დამონტაჟდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ საუბარია 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევებისთვის განკუთვნილ ავტომატურ საბრძოლო მოდულებზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე