ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ლუის ინასიო ლულა და სილვას მთავარი კონკურენტი ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუა

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ლუის ინასიო ლულა და სილვას მთავარი კონკურენტი ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუა.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას გარდა 11 კანდიდატი მონაწილეობს,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი მემარჯვენე ფლანგის წარმომადგენელი, ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს შვილი ფლავიო ბოლსონარუა.

BBC-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს, მხოლოდ ორმა მათგანმა - ლუის ინასიო ლულა და სილვამ და ფლავიო ბოლსონარუმ - შეძლეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ორნიშნა მაჩვენებლისთვის მიეღწიათ.

BBC Brasil-ის მონაცემებით, ორივე კანდიდატის რეიტინგი 40%-იან ნიშნულთან მერყეობს, თუმცა ლულა ბოლსონარუს მცირედით უსწრებს. დანარჩენი კანდიდატების მხარდაჭერის მაჩვენებელი კი 4%-ს ან მასზე ნაკლებს შეადგენს.

თუ არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ს, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი 25 ოქტომბერს მეორე ტურში დაუპირისპირდება ერთმანეთს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე