რუსული მედია - მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და 19 წლის ქალიშვილის  დანაწევრებული ცხედრები იპოვეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენია

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და 19 წლის ქალიშვილის დანაწევრებული ცხედრები იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს.

მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

„დაკავებულია თეიმურაზ გოგიაშვილი, დაბადებული 1979 წელს. ის საქართველოს მკვიდრია. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს, მოსკოვში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა, სადაც ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მოკლული ქალი 1972 წელს დაბადებული ბიზნესმენი ელენა წერეთელია, რომელიც რესტავრატორ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულში შესაძლოა ელენა წერეთლის პარტნიორი მონაწილეობდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე