საზღვაო ტრანსპოტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ზღვაში ეკიპაჟის გარეშე თურქული კომპანიის გემი დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა.
“ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა .
გემი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ კოორდინირებულ რეჟიმში. ადგილზე იმყოფებიან კომპეტენტური ორგანოები, ასევე, მიმდინარეობს გემის ბუქსირების და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები, თურქულ მხარესთან კოორდინაციით”,- აცხადებენ უწყებაში.