გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა.

როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში" განაცხადა, მისმა შვილმა უცხო საგანი "პროტესტის ნიშნად" გაფაყლაპა, სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო.

"სავარაუდოდ, მასზე განხორცირლდა ზეწოლა ჩვენი აქტივობის გამო. მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა უცხო საგანი, რის გამოც ჩემი შვილის მდგომარეობა არის ცუდად. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი.ბრძოლას არ შევწყვეტ!", - განაცხადა ირმა დავითაძემ.

მანამდე "ინტერპრესნიუსთან" ოჯახმა სახალხო დამცველს რეგირებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე