უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებული ოპერაციების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული.
“დაზვერვამ, გენერალურმა შტაბმა და თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსებმა შეაფასეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების მიერ ბოლო დროს შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შედეგები. მტრის სიმძლავრის ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული. ეს არის კარგად გააზრებული, დაგეგმილი და სისტემური ქმედებების შედეგი, რომლებიც მიმართულია რუსეთის სამხედრო მანქანის გამოფიტვისა და მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურებისკენ”, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ევგენი ხმარას განცხადებაში, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, ბოლო დროს დაზიანებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შორის არის : მოსკოვის, იაროსლავლის, კინეფის, უსტ-ლუგის, პერმის, ილსკის, სარატოვის, სიზრანის და სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
„ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ის დაზიანება მნიშვნელოვანი დარტყმაა მტრის ეკონომიკისთვის, მისი აგრესიის განხორციელებისა და საკუთარი ჯარების დაჯგუფებების მომარაგების შესაძლებლობისთვის. ჩვენი deep strikes (ღრმა დარტყმები) ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას აგრძელებს”, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.