ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება მემარჯვენე ფლავიო ბოლსონარომ მოიპოვა და მოქმედი მემცხენე პრეზიდენტი ლულა და სილვა დაამარცხა, თუმცა, მან ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოაგროვა, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის იყო საჭირო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ორ კანდიდატს შორის არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.
საარჩევნო კამპანიის პერიოდში პრეზიდენტი ლულა მცირე უპირატესობას ინარჩუნებდა. ხმების 98.81%-ის დათვლის შემდეგ, ბოლსონაროს მაჩვენებელი 47.24%-ს შეადგენდა, ლულასი კი - 44.91%-ს.
სენატორი ფლავიო ბოლსონარო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს შვილია. ის ამჟამად 27-წლიან სასჯელს იხდის 2022 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში საპრეზედენტო არჩევნების პირველი ტური კვირას გაიმართა. ერმანეთს 12 კანდიდატი დაუპირისპირდა.