აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც იქ ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე B-1 ტიპის თორმეტი ბომბდამშენი იყო განლაგებული. ეს თვითმფრინავები ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმებისთვის გამოიყენებოდა.

„ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვერ ვადასტურებდით ჩვენი სამხედრო რესურსებისა და ძალების გადაადგილებას რეალურ დროში, თუმცა ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა ამერიკული ბომბდამშენი, რომელიც RAF Fairford-ზე იყო განლაგებული, შეერთებულ შტატებში, საკუთარ ბაზებზე დაბრუნდა“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თვითმფრინავები ბაზიდან გაიყვანეს ობიექტის წინააღმდეგ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების გამო არსებული უსაფრთხოების შეშფოთების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს აქვს „მტკიცე ნიშნები“, რომ ბაზის წინააღმდეგ სავარაუდო შეთქმულებაში ირანი მონაწილეობდა. ირანმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით თეირანში ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა