ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მათმა რწმუნებულებმა მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და 3 სხვა  პატიმარი მოინახულეს, რომლებიც დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ

3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი მოინახულეს, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, ის უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.

“დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმარებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროსტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა