ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ნანა კაკაბაძე იკითხება

ჩემთვის საინტერესოა, გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა თუ ვინმეს დავალებით, რომ იქ საგუშაგო გახსნილიყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ სასამართლოში შესვლამდე განაცხადა.

ის ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აძლევს ჩვენებას, სადაც ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა.

“წინასწარ ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია უნდა მივაწოდო, ალბათ, რა კითხვებიც ექნება გამოძიებას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას მივაწვდი. ინფორმაციები, რამაც ჩვენში ეჭვი გააჩინა, საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციები იყო. ამ საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა საკმაოდ სერიოზულ ტერიტორიაზე. ჩემთვის საინტერესოა, ეს გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა, თუ ვინმეს დავალებით, ან ვისგან მოდიოდა ინიციატივა, რომ იქ საგუშაგო გახსნილიყო. მე მაინტერესებს, რას მოჰყვა შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის იყო ძალიან საზიანო, ანუ ჩვენ ფაქტობრივად, უომრად, ტყვიის გასროლის გარეშე, დავკარგეთ კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ვაკონტროლებდით საგუშაგოს გახსნამდე”, - განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა