მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა.
საქმე “სისხლი სამართლის კოდექსში“ ცვლილებას ეხება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ახალი 2261 მუხლის - “დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების“ დამატება და ამ ქმედებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იყო გათვალისწინებული. პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად 2019 წლის თებერვალში წარუდგინა. ის მხოლოდ ერთი მოსმენით არის მიღებული.
ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პროექტის პარლამენტიდან გაწვევის მიზეზად მისი „მნიშვნელოვნად გადამუშავების“ საჭიროება დაასახელა.
„ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობიდან შემოტანილია ორი მოწვევის პარლამენტის წინ და შესაბამისს გადამუშავებას საჭიროებს. პროექტი მომზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ახლებური რეგულირებები იყო შემოთავაზებული ე.წ. ქურდულ შეკრებებთან დაკავშირებით, მაგრამ პროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ უკან იყოს გათხოვილი და შემდეგ გადამუშავებული რედაქცია იყო წარმოდგენილი.
არსებული საკანონმდებლო სივრცე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას იძლევა, რასაც საზოგადოებაც ხედავს. სახელმწიფოს მიდგომა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრია და ეს კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა გორდულაძემ ბიუროს სხდომაზე.