კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ ვის უპირისპირდება ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საინტერესო არ არის - მე მთლიანად გადართული ვარ ქალაქში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარსულია და მისთვის, როგორც თბილისის მერისთვის, ამ პარტიის წარმომადგენლების დაპირისპირება საინტერესო არ არის.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში უამრავი გამოწვევა არსებობს და ის მთლიანად ამაზეა გადართული.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ ვის უპირისპირდება ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საინტერესო არ არის. ეს არის წარსული. ისინი არიან დეგრადირებული აგენტურული ქსელის წარმომადგენლები.

თბილისში უამრავი გამოწვევაა, უამრავი საქმეა გასაკეთებელი, შესაბამისად მე, როგორც ქალაქის მერი, მთლიანად გადართული ვარ ამაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა