შარტავას ქუჩაზე მომხდარ, დავით წოწკოლაურის მკვლელობაში ბრალდებულების პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, შარტავას ქუჩაზე მომხდარ, დავით წოწკოლაურის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის, ლუკა პაპკიაურისა და რომან კალერჯიანის წინა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ხმაური იყო სხდომის დაწყებამდე. ბრალდებულები შემოსვლისას ახლობლებს მიესალმნენ, მათ გამოჩენას მოკლული ახალგაზრდის დედის გაღიზიანება და რეპლიკები მოჰყვა.

“ფუ კი არა, თავი შეიკავონ!” - განაცხადა ბრალდებულმა ლუკა პაპკიაურმა, რაზეც მოსამართლე კალიჩენკომ, ბრალდებულს შენიშვნა მისცა.

“აქ თქვენი ჭკუის დარიგება არავის სჭირდება, კონფლიქტს ნუ იწყებთ!” - განაცხადა მოსამართლემ, რის შემდეგაც მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, დაკავებულების, ლუკა პაპკიაურისა და რომან კალერჯიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. ასევე, დღესვე გადაწყდება, ბრალდებულები აირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

ცნობისთვის, ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დავით წოწკოლაურზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, წოწკოლაურო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და "მ"ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა