დიმიტრი პესკოვი ესტონეთის მიერ რუსეთის საზღვართან ჯარების შესაძლო განლაგებაზე - ყველა სადაზვერვო შესაძლებლობა გვაქვს, რომ საზღვრებთან სიტუაცია ვაკონტროლოთ

რუსეთს აქვს ყველა სადაზვერვო შესაძლებლობა იმისთვის, რომ საზღვრებთან სიტუაცია აკონტროლოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის საზღვართან ახლოს ესტონეთის ჯარების შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით.

„ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ჩვენს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ საჭირო სადაზვერვო შესაძლებლობები, რათა სათანადოდ აკონტროლონ და შეაფასონ ჩვენს საზღვრებთან არსებული ვითარება”, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესტონეთი „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიის ფარგლებში, რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიისთვის მოსამზადებლად, ქალაქ ტაპადან იიჰვიში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, მნიშვნელოვან ბრიგადას გადაიყვანს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა