საქართველოს საპენსიო ფონდი საინფორმაციო ვიდეოანიმაციას ავრცელებს, რომელიც დამსაქმებლებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
ვიდეორგოლში განმარტებულია, რომ დამსაქმებლებმა 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაფარონ დასაქმებულთა გადაუხდელი საპენსიო შენატანები და მათზე დარიცხული საურავი, რათა კანონით გათვალისწინებული შეღავათით ისარგებლონ.
საპენსიო ფონდი დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები და დამატებითი ინფორმაციისთვის ფონდის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით ისარგებლონ.