ლაშა ბერიძის ადვოკატი - მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც დაზუსტდება

მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც დაზუსტდება - ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით და ლაშა ბერიძემ სწორედ ეს უფლება გამოიყენა.

„მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება. პირობებიც დაზუსტდება. ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები,

ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით. შესაბამისად, მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ აღნიშნული უფლება გამოიყენა და მიმართა ბრალდების მხარეს, რათა მათ შორის მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება",- განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა