ანა წითლიძე - ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი, რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით - მე ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ

ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი, რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. მე ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. ამ შეთანხმების შედეგად ისინი გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები ვიდრე ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძისა და გური ჟვანიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო წინააღმდეგობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები.

„ნებისმიერი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს საპროცესო შეთანხმება არის ტაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მე ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. ისინი ამ შეთანხმების შედეგად გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები ვიდრე ციხეში. ამიტომაც ვერანაირად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ისრები იმ მიმართულებით გადაისროლოთ რა მიმართულებითაც გადაისროლეთ.

4 ოქტომბერი იყო წინააღმდეგობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. ეს ტაქტიკაც, რომ საპროცესო გააფორმონ არის მათი უფლება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვერ ვხედავ. ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისთვის, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ აუცილებლად გაგრძელდება.

ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ტაქტიკური სვლა, იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ სხვა რამ, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც უსამართლოდ ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, ციხეს თავი დააღწიონ და იყვნენ გარეთ, იბრძოლონ, არის გამოსაყენებელი და მისასალმებელი“, - განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა