პაატა მანჯგალაძის ადვოკატი - ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი - ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს

ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი. ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძესთან კომუნიკაცია ჰქონდა.

„ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი. ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს.

რადგან ეს პროცესი დაძრულია და ამ პროცესის ფარგლებში ვნახეთ არაერთი გათავისუფლებული პირი, მათ შორის დღევანდელ პროცესზეც მოვისმინეთ, რომ რამდენიმე პირმა, ვისაც იდენტური ბრალდებები აქვს, თუმცა განსხვავებული სამართლებრივი მტკიცებულებები და მასალები, მიმართა პროკურატურას, ამაზე საუბარი გვქონდა.

თუმცა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც მედიაში გავრცელდა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, პაატა მანჯგალაძე ბოლოს გავრცელებულ წერილში წერს, რომ ის სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს.

„ყველასი მესმის, ყველას მისი გადასახედი აქვს, აქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის განსჯას არ ვაპირებ, თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის მე უფლება არ მაქვს ასე მოვიქცე, მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე",- დაწერა პაატა მანჯგალაძემ გამოგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა