კაია კალასი - დნესტრისპირეთი მოლდოვას ევროპულ გზაზე დაბრკოლება არ გახდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ დნესტრისპირეთი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებად არ იქცევა.

„მოლდოვას გაწევრიანება ევროკავშირში ჩვენი საერთო მიზანია. მოლდოვამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანების გზაზე. კიშინიოვის მიერ რეფორმების გატარების ტემპი ძალიან მაღალია. მოლდოვას ევროპული გზა შეუქცევადია. ამავდროულად, რეფორმების გაგრძელება კვლავაც აუცილებელია. როგორც დღეს მოვისმინეთ, მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარება კვლავ მყიფეა. დნესტრისპირეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელი არ არის მდგრადი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის კიშინიოვის ძალისხმევას სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მიმართულებით. დნესტრისპირეთი არ გახდება დაბრკოლება მოლდოვას ევროპულ გზაზე”, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კიშინიოვსა და კომრატის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაგრძელება, რათა გაგაუზიაში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები თავისუფალი,სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.

„ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება მოლდოვის დემოკრატიული მდგრადობისა და ერთიანობისთვის”, - აღნიშნა კალასმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა