გიორგი კაკაურიძე - სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ პენსიის 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, იყოს, თუმცა პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია კანონმდებლობაზე დაყრდნობით

სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს, თუმცა, ჩვენ დღეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დავიწყეთ - პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია იმ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში არსებობს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად სამართლიანია, როდესაც პენსია 20 ლარით იზრდება და დეპუტატის ხელფასი 1000 ლარით.

მისი თქმით, როგორც პენსია, ისე ხელფასი არსებული კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი.

„სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს. თუმცა, ჩვენ დღეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დავიწყეთ. პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია იმ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში არსებობს - ეს მოიცავს როგორც პენსიების, ისე ხელფასების ინდექსაციის ნაწილს. ორივე ეს მიმართულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, როგორც პენსია, ისე ხელფასი ამ კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი. დანარჩენ შემთხვევაში, სწორედ ამიტომ ტარდება საპარლამენტო განხილვები და სწორედ ამიტომ არსებობს ბიუჯეტის ფორმირების ორთვიანი პერიოდი, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის იმ მაჩვენებლებს, რაც თითოეული მიმართულებით უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა