საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა

თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. მხარეებმა საქართველოში თანამედროვე ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დავით გურგენიძის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. როგორც რექტორმა აღნიშნა, საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება, რაც ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას გაზრდის.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარების ციკლი და ვორქშოპი გამართეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: თანამედროვე ფიზიკის, ნეიტრინოს ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკისა და ციკლოტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით უახლესი სამეცნიერო მიღწევები; კვლევის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა